თბილისში ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა

© Sputnik / Alexander Imedashviliშენობები რუსთაველის გამზირზე
შენობები რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ ოთხი ავტომობილი დაზიანდა

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ერთი ადამიანი დაშავდა რუსთაველის გამზირზე ავტომობილის ავტობუსთან შეჯახების  შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

შემთხვევა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და გაჩერებაზე მდგარ ავტობუსს შეეჯახა. 

ავარია თბილისი-ბათუმის გზაზე - Sputnik საქართველო
ავარია თბილისი-ბათუმის გზაზე: ექვსტონიანი ამწე ავტომაგისტრალზე გადაყირავდა

ავარიის შედაგად დაშავებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითთ, რუსთაველზე მომხდარი ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ ოთხი ავტომობილი დაზიანდა. 

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლით (ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).

 

ყველა ახალი ამბავი
0