პარლამენტი ილია მეორეს საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილებს გაითვალისწინებს

გამოწერა
ირაკლი კობახიძე საშობაო ლიტურგიას, დეპუტატებთან ერთად, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებული გზავნილები საყურადღებოა საქართველოს პარლამენტისთვის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქრისტეს შობისადმი მიძღვნილი ლიტურგიის დასრულების შემდეგ. 

„მნიშვნელოვან საკითხებზე იყო გამახვილებული ყურადღება პატრიარქის ეპისტოლეში, მათ შორის, საუბარი იყო ისეთ საკითხებზე, რომლებზეც მუშაობს საქართველოს პარლამენტი და ეს გზავნილები, რომლებიც გაჟღერებული იყო ეპისტოლეში, ჩვენთვის არის საყურადღებო, მათ შორის, დემოგრაფიის საკითხებზე, ნარკოპოლიტიკაზე“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძე საშობაო ლიტურგიას, დეპუტატებთან ერთად, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
ილია მეორემ შობაზე მრევლს რწმენის მნიშვნელობა შეახსენა

საზეიმო წირვის დაწყებამდე, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საზოგადოებამ უწმინდესის  საშობაო ეპისტოლეს მოუსმინა, რომელშიც ყურადღება მაცხოვრის შობის, როგორც უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის მნიშვნელობაზე, ეკლესიის როლზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ასევე, დემოგრაფიულ მდგომარეობასა და ნარკოპოლიტიკაზე გამახვილდა.

„პიროვნება უფსკრულის წინაშე აღმოჩნდა და ღვთის მადლის გარეშე დარჩენილს, აღარ ძალუძს, თავი დააღწიოს შექმნილ მდგომარეობას; ინგრევა ოჯახები, უმეთვალყუროდ რჩებიან ბავშვები; გამეფდა სიცრუე, ამპარტავნება, გაუტანლობა, ეგოიზმი, შური და ღვარძლი; ადამიანი ცდილობს, გაექცეს ამ რეალობას, მაგრამ გზააბნეული ხსნას ძირითადად ნარკოტიკის მოხმარებაში ხედავს, რითაც მდგომარეობას კიდევ უფრო ირთულებს“, — აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

ლოცვა - Sputnik საქართველო
საშობაოდ სავედრებელი ყოველთა ქართველთა: ლოცვა XXI ასწლეულისა

„აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. ამასთან, უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები“, — წერს ილია მეორე. 

ილია მეორემ ასევე დემოგრაფიულ კატასტროფასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასრტროფის წინაშე დგას, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს, რათა აღნიშნული პრობლემისადმი სწორი კომპლექსური მიდგომა განხორციელდეს და რეალური, შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას“, — ნათქვამია ეპისტოლეში.


ყველა ახალი ამბავი
0