თბილისი, 7 იანავრი — Sputnik. ირანის ექს-პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი პროტესტების მხარდაჭერის გამო შირაზში დააკავეს, იუწყება РИА Новости გაზეთ Al-Quds Al-Arabi-ზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო აჰმადინეჯადის მიერ ბუშერში გაკეთებული განცხადებების გამო, რომლებიც „არეულობისკენ წამქეზებლობად“ შეაფასა.
ხუთშაბათს ქალაქის მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აჰმადინეჯადმა მკაცრად გააკრიტიკა მოქმედი პრეზიდენტი ჰასან როუჰანი და მისი მთავრობა, დაადანაშაულა ისინი ხალხის პრობლემებისთვის ყურის წაყრუებაში, „ცუდ მმართველობასა“ და „საზოგადოებრივი სიმდიდრის მონოპოლიზებაში“.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიტიკოსის დაკავება ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის, ალი ჰამენეის თანხმობით მოხდა.
ირანის მსხვილ ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები 28 დეკემბრიდან იმართება. დემონსტრანტები ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას მოითხოვენ.
თეირანში მიიჩნევენ, რომ პროტესტები გამოწვეულია როგორც შიდა პრობლემებით, ისე წამქეზებლობით აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საუდის არაბეთის მხრიდან.