ირანის დიდ ქალაქებში, რომელთა შორისაცაა თეირანი, მეშჰედი, ისფაჰანი და რეშტი, დეკემბრის ბოლოდან მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ფოტოლენტაში იხილავთ კადრებს ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან, სადაც ირანის ოპოზიციის მხარდამჭერი მიტინგები იმართებოდა
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ სოციალური პროტესტი ქვეყნის შიდა პრობლემებისა და სხვა ქვეყნების მხრიდან პროვოცირების შედეგია. მედიის ინფორმაციით, არეულობას უკვე დაახლოებით 20 ადამიანი შეეწირა, იუწყება "რია ნოვოსტი". თეირანში ბოლო დღეებში 450-ზე მეტი ადამიანი დააკავეს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

1/16
© AFP 2024 / EMMANUEL DUNAND
ირანის დიდ ქალაქებში დეკემბრის დასასრულიდან მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. მათ მხარს უჭერენ ირანელები და მუსლიმები სხვა ქვეყნებიდან, კერძოდ ევროპიდან. ფოტოზე - ირანის ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია ბრიუსელში

2/16
© AP Photo / Mohammad Ali Marizad/Tasnim News Agency
ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აბდოლრეზ რაჰმანი ფაზლიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანაში გამართულ მიტინგებში 42 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. "ეს ცოტაა", აღნიშნა მან. ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე დაამატა, რომ "მსგავსი საპროტესტო აქციები ბუნებრივია, რაც ყველა ქვეყანაში ხდება"

3/16
© AP Photo / Mohammad Ali Marizad/Tasnim News Agency
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ, რომლის წინააღმდეგაციმართებოდა მიტინგები, განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები გამოიწვია შიდა პრობლემებმა და სხვა სახელმწიფოების წაქეზებამ. ფოტოზე - საპროტესტო აქცია თეირანში

მედიის ცნობით, არეულობას დაახლოებით 20 ადამიანი შეეწირა, 450-ზე მეტი მონაწილე კი დაკავებულია

5/16
© AP Photo / Nima Najafzadeh/Tasnim News Agency
ირანში ასევე მიმდინარეობს მთავრობის მხარდამჭერი აქციებიც. ფოტოზე - ერთ-ერთ დემონსტრანტს ქალაქ მაშჰადში მიტინგზე ირანის დროშა უჭირავს

6/16
© AFP 2024 / Morteza SALEHI / TASNIM NEWS
არეულობის დროს დაღუპულთა შორის არიან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის თანამშრომლები. ფოტოზე - დაღუპულ გუშაგთა დაკრძალვის ცერემონია ქალაქ ნაჯაფაბადში

7/16
© AFP 2024 / Morteza SALEHI / TASNIM NEWS
გუშაგთა დაკრძალვაც მასობრივ აქციაში გადაიზარდა. ფოტოზე - ათასობით ადამიანი მონაწილეობს გუშაგთა დაკრძალვის ცერემონიაში

მთავრობის მხარდამჭერი აქციები სხვა ქალაქებშიც იმართება. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა მოჰამად ალი ჯააფარიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში არეულობა დემონსტრანტებისათვის წარუმატებლად დასრულდა

9/16
© AFP 2024 / MORTEZA SALEHI / TASNIM NEWS 
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთშაბათს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საპროტესტო აქციების დროს მონაწილეთა დაღუპვა და დაკავება და "მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებისათვის" პასუხისგების მოთხოვნაზე ისაუბრა. ფოტოზე - მთავრობის მხარდამჭერი ერთ-ერთი საპროტესტო აქცია ირანში

10/16
© AFP 2024 / Lionel BONAVENTURE
გაეროში ირანის წარმომადგენელმა გოლიამალი ჰორშუმ გენერალურ მდივან ანტონია გუტერეშისთან მიმართვაში აშშ ირანის შინაგან საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. ამავდროულად ირანის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ევროპის ქვეყნებშიც. ფოტოზე - საპროტესტო აქცია პარიზში

ირანელები და მუსლიმები ირანის ოპოზიციის მხარდასაჭერად გამოვიდნენ ბერლინშიც

12/16
© Simon Dawson
ირანის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია ლონდონში

ჰასან როუჰადის მოწინააღმდეგეები რომის ქუჩებში

ირანის ოპოზიციის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია ბელგიაში

აშშ არ ცდილობს ირანში რევოლუციის მოხდებას, თუმცა ცვლილებების იმედი აქვს, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰეზერ ნაუერტმა. "ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვსურს, ჩვენ გვინდა ცვლილებები, გვინდა, რომ ირანის ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს მოუსმინოს, თუმცა ჯერ ასე არ ხდება, და მე არ ვაპირებ მოვლენებს გავუსწრო", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. ფოტოზე - საპროტესტო აქცია როუჰანის წინააღმდეგ ლოს-ანჯელესში

ირანის დიდ ქალაქებში, რომელთა შორისაცაა თეირანი, მეშჰედი, ისფაჰანი და რეშტი, დეკემბრის ბოლოდან მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. შემდეგ ზოგიერთ ქალაქში მთავრობის მხარდამჭერი აქციებიც გაიმართა. ამ მომენტისათვის ახალი საპროტესტო აქციების შესახებ ცნობილი არაფერია