თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ძლიერი ნისლის გამო რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
30 დეკემბერი 2017, 17:40
გაუქმდა სტამბოლიდან დაგეგმილი ოთხი რეისი, რომელთაგან ორი ათათურქის, ხოლო კიდევ ორი გიოქჩენის სახელობის აეროპორტიდან უნდა შესრულებულიყო.
ასევე გაუქმებულია ორი ავიარეისი თეირანიდან, თითო-თითო რეისი დუბაიდან, ურუმჩიდან და ალმატიდან.
დანარჩენი ავიარეისების შესრულების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
