ოქსფორდის აკადემიური კავშირის საპატიო პროფესორი ქართველი გახდა

© FB / Tbilisi State Medical Universityთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოქსფორდის აკადემიურმა კავშირმა მედიცინის სფეროში ზურაბ ვადაჭკორიას დამსახურება აღნიშნა

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ოქსფორდის აკადემიური კავშირის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა ზურაბ ვადაჭკორიას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

მედიცინის სფეროში შეტანილი წვლილისთის ოქსფორდის აკადემიური კავშირის დიპლომი ვადაჭკორიას გადასცეს ოქსფორდის ლიდერთა სამიტზე, რომელსაც 40 ქვეყნის აკადემიური ელიტა ესწრებოდა.

აღნიშნულ საპატიო ტიტული ენიჭება იმ პირებს, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით თანამედროვე საზოგადოების სოციალურ და ინტელექტუალურ პროგრესში, მეცნიერების, კულტურის და განათლების სფეროს ინტეგრაციის პროცესებში.

Oxford Brookes University - Sputnik საქართველო
„ოქსფორდ ბრუქსის უნივერსიტეტმა“ ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაიწყო

ოქსფორდის აკადემიური კავშირი — არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 150 უნივერსიტეტს აერთიანებს. კავშირი ევროპის რექტორთა კლუბის ბაზაზე მსოფლიოს 30 ქვეყნის ლექტორისა და მეცნიერის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა. კავშირის მიზანია — მეცნიერებისა და პრაქტიკის წარმომადგენელთა ძალისხმევის კონსოლიდაცია, უმაღლესი განათლების განვითარება და სამეცნიერო იდეების დანერგვა.

ზურაბ ვადაჭკორია დაიბადა 1958 წლის 16 იანვარს თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ასპირანტურა მოსკოვის სტომატოლოგიურ ინსტიტუტში 1982 წელს გაიარა.

1992-1997 წლიდან იყო თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, 1997 წლიდან პროფესორის წოდება მიენიჭა. არის 60 სამეცნიერო ნამუშევრის ავტორი, რომელიც ეხება სტომატოლოგიას, კერძოდ, ბავშვთა ყბა-სახის ქირურგიის აქტუალურ საკითხებს.

2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორია.


ყველა ახალი ამბავი
0