„ოქსფორდ ბრუქსის უნივერსიტეტმა“ ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაიწყო

გამოწერა
ქართველი სტუდენტები ბაკალავრის ხარისხის მიღებას დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ უძველეს „ოქსფორდ ბრუქსის უნივერსიტეტში“ შეძლებენ.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ბრიტანული „ოქსფორდ ბრუქსის უნივერსიტეტი“ პირველად საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად ბიზნეს-ადმინისტრირება—ფინანსების მიმართულებით ერთობლივი საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას დაიწყებს.

დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი - Sputnik საქართველო
ქართველი სტუდენტები სწავლას დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში შეძლებენ

პროგრამის ფარგლებში ქართველი სტუდენტები ორი ქვეყნის — საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლების დიპლომის მიღებას შეძლებენ, განაცხადეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურში.

პროგრამაში ჩართვას შეძლებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყველა ის სტუდენტი, რომელსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს და ინგლისური ენა კარგად იცის.

„ოქსფორდ ბრუქსის უნივერსიტეტი“ ისტორიულ სტუდენტურ ქალაქში მდებარეობს და, გაზეთ Sunday Times-ის ვერსიით, უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგში University Guide დიდი ბრიტანეთის თანამედროვე უნივერსიტეტებს შორის თერთმეტი წლის განმავლობაში ლიდერის პოზიციები უკავია.

უნივერსიტეტი 1865 წელს დაარსდა, როგორც ოქსფორდის ხელოვნების სკოლა. ის დიდ ბრიტანეთში ერთადერთი თანამედროვე უმაღლესი სასწავლებელია, რომელსაც 24 საგნის სწავლების ხარისხში უმაღლესი რეიტინგი აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0