შსს-მ პასპორტების გაყალბების ფაქტი აღკვეთა

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული პასპორტი
ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული მოქალაქეებს პასპორტებში სხვადასხვა ქვეყნის ყალბი შტამპებისა და ბეჭდების დასმას სთავაზობდა

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის და ბლანკის დამზადების, გასაღების და გამოყენების ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში ყალბი დიპლომის დამზადებისთვის ერთი პირი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „გადამზიდი 2012“-ის წარსულში ნასამართლევი თანამშრომელი დიღმის მასივში გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, მოქალაქეებს პასპორტებში სხვადასხვა ქვეყნის ყალბი შტამპებისა და ბეჭდების დასმას სთავაზობდა, რომლებსაც მისი თანამზრახველი უმზადებდა.

სამართალდამცველებმა, ჩხრეკის შედეგად, 23 პასპორტი, თუნუქის კოლოფში მოთავსებული სამელნე, ასევე, სხვადასხვა ზომისა და ფორმის 28 შტამპი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დამნაშავეები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 362-ე მუხლით, რაც გულისხმობს ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას და ითვალისწინებს ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.


ყველა ახალი ამბავი
0