შსს-მ საქართველოს საზღვარზე უცხოეთის მოქალაქეები დააკავა

გამოწერა
ბრალდებულები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლებმა ახალციხე-ჭარალის სასაზღვრო სექტორზე შრი-ლანკისა და ბანგლადეშის რესპუბლიკების ოთხი მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამშვები პუნქტი „სარფი“ - Sputnik საქართველო
შსს: საქართველოს და უზბეკეთის მოქალაქეები საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ

გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოეთის მოქალაქეები სასაზღვრო–საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობას და ითვალისწინებს ოთხიდან  ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0