თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციამ სარფის დასაცავ მონაკვეთზე საქართველოს ორი და უზბეკეთის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 19-344-ე მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობა).