პიროტექნიკის გამოყენებამ კინაღამ ადამიანი იმსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებულს მედიკოსებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. მას ამ დრომდე არ დაბრუნებია სმენა, აქვს დაბეჟილობა.

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი, 45 წლის ელენა ბერეზინა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ბერეზინას მედიკოსებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. მას ამ დრომდე არ დაბრუნებია სმენა, აქვს დაბეჟილობა.

ელენა ბერეზინას გუშინ მოპირდაპირე კორპუსიდან გასროლილი პიროტექნიკის ნაწილები მოხვდა. მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა ვერ დაადგინეს, ვისი გასროლილი მაშხალით დაშავდა ბერეზინა.

სადღესასწაულო ფოიერვერკი - Sputnik საქართველო
საჩხერელმა ბავშვმა პიროტექნიკის აფეთქების გამო ხელის მტევანი დაკარგა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდება, ბერეზინა სიკვდილს ნამდვილად სასწაულებრივად გადაურჩა და მას თავისი კარიერის განმავლობაში სხვის მიერ ნასროლი პიროტექნიკით დაშავებული მხოლოდ რამდენიმე მოქალაქე ახსოვს. 

ახალი წლის დღეებში თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში პიროტექნიკის გამოყენების გამო სხვადასხვა დაზიანებებით 44 ადამიანი გადაიყვანეს. აქედან 21 ბავშვია. მათ დაზიანებები ზედა კიდურებსა და სახის არეში აღენიშნებათ.

რამდენიმე დღის წინ საჩხერეში არასრულწლოვანს ხელში პიროტექნიკა აუფეთქდა, რის შედეგად ხელის მტევანი დაკარგა.

ასევე, ქუთაისის რეგიონულ რეფერალურ კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 12 ადამიანი მიიყვანეს, მათგან ექვსს ზედა კიდურზე ოპერაცია გაუკეთდა. ექიმების თქმით, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საავადმყოფოში მიყვანამდე თითები ამპუტირებული ჰქონდათ.

საქართველოს შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ახალი წლის წინ საქართველოს მოსახლეობას მიმართა თხოვნით, ყურადღებით იყვნენ პიროტექნიკის გამოყენებისას. უწყება მოქალაქეებს ურჩევს, გაეცნონ პიროტექნიკის ინსტრუქციას და არ გამოიყენონ ის ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0