საჩხერელმა ბავშვმა პიროტექნიკის აფეთქების გამო ხელის მტევანი დაკარგა

© Sputnik / Alexander Imedashviliსადღესასწაულო ფოიერვერკი
სადღესასწაულო ფოიერვერკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებული ბავშვი ჯერ საჩხერის, ხოლო შემდეგ თბილისის საავადმყოფოში მოათავსეს

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საჩხერეში არასრულწლოვანს ხელში პიროტექნიკა აუფეთქდა, რის შედეგად ხელის მტევანი დაკარგა, იუწყება ტელეარხი Imedi.

დაშავებული ბავშვი ჯერ საჩხერის საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს.

პეტარდის აფეთქების შედეგი - Sputnik საქართველო
თბილისში 3 წლის ბავშვს ხელში „ხლაპუშკა“ აუფეთქდა და მტევანი დაუზიანდა

ახალი წლის დღეებში თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში პიროტექნიკის გამოყენების გამო სხვადასხვა დაზიანებებით 44 ადამიანი გადაიყვანეს. აქედან 21 ბავშვია. მათ დაზიანებები ზედა კიდურებსა და სახის არეში აღენიშნებათ.

ასევე, ქუთაისის რეგიონულ რეფერალურ კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 12 ადამიანი მიიყვანეს, მათგან ექვსს ზედა კიდურზე ოპერაცია გაუკეთდა. ექიმების თქმით, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საავადმყოფოში მიყვანამდე თითები ამპუტირებული ჰქონდათ.

საქართველოს შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ახალი წლის წინ საქართველოს მოსახლეობას მიმართა თხოვნით, ყურადღებით იყვნენ პიროტექნიკის გამოყენებისას. უწყება მოქალაქეებს ურჩევს, გაეცნონ პიროტექნიკის ინსტრუქციას და არ გამოიყენონ ის ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში.

 

ყველა ახალი ამბავი
0