შსს-მ თბილისში ირანელი ნარკორეალიზატორი დააკავა

გამოწერა
ნარკოლოგიური შემოწმებისას ბრალდებულს ოპიუმის, მეტადონისა და მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ირანის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ  1988 წელს დაბადებული ნარკორეალიზატორი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა, წარსულში ნასამართლევია.

დაკავებული - Sputnik საქართველო
ირანის მოქალაქე ნარკოდანაშაულზე დააკავეს

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 2 აბი ამოიღეს. პოლიციამ ჰ.ქ.-ს მიერ გაყიდული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 40 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო“ — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ნარკოლოგიური შემოწმებისას ბრალდებულს ოპიუმის, მეტადონისა და მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას და ითვალისწინებს 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

ყველა ახალი ამბავი
0