2018 წელს საქართველო რუსეთისგან ბუნებრივ აირს არ შეიძენს

© photo: Sputnikგაზგამანაწილებელი სადგური
გაზგამანაწილებელი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენერგობალანსის თანახმად, საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ძირითად წყაროდ აზერბაიჯანი რჩება

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. 2018 წელში საქართველო  მოსახლეობის უზრუნველსაყოფად  რუსეთისგან ბუნებრივ აირს არ შეიძენს, ნათქვამია  „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებულ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსში.

ბალანსის თანახმად, გაზის მოწოდების ძირითადი წილი აზერბაიჯანზე მოდის – პროგნოზირებადი 2,7 მილიარდი კუბომეტრიდან 2,6 მილიონი კუბომეტრი. ამასთან, 13 მილიონ კუბომეტრს „შახ–დენიზის“ გაზსადენიდან მიიღებს, ხოლო 1,7 მილიარდს – კომპანია „სოკარისგან“. 

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: საქართველო 2017 წელს "გაზპრომისგან" ბუნებრივ აირს არ შეიძენს

ყოველწლიურად საქართველო სულ უფრო მეტ ბუნებრივ აირს მოიხმარს. ხარჯვის ძირითადი ნაწილი დროის ცივ პერიოდზე მოდის, როდესაც გათბობის სეზონი იწყება და მოსახლეობის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად საქართველო იძულებულია ბუნებრივი აირის დამატებითი შესყიდვები განახორციელოს.

2018 წელში ბუნებრივი აირის მოხმარების  პროგნოზირებადი მოცულობა 2,659 მილიარდს შეადგენს, რაც 9%–ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი, რომ ქვეყნის მოსახლეობის მიერ ბუნებრივი აირის მოხმარება 10%–ით, ხოლო კომერციული სექტორის მიერ კი 12%–ით გაიზრდება.

ბუნებრივი აირის მოწოდებასთან ერთად, საქართველომ ზამთრის პერიოდში ქვეყნის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის კიდევ ერთი გამოსავალი იპოვა.  2018 წელს საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება 300 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შენახვა, ანუ საქართველოს წლიური მოხმარების 15%-ის. მშენებლობის დასრულება 2020 წელს იგეგმება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0