შსს-მ თბილისში საბრძოლო მასალა ამოიღო

CC0 / Pixabay / janmarcust / პისტოლეტი
პისტოლეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბინის ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დაკავებული. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

გამოძიებით დადგინდა, რომ 1987 წელს დაბადებული ბრალდებული წარსულში ერთხელ უკვე იყო  ნასამართლევი. 

სამართალდამცველებმა დამნაშავის ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, („ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება"), რაც ითვალისწინებს ოთხი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას.


ყველა ახალი ამბავი
0