შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავებული. არქივის ფოტო
დაკავებული. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 48 წლის მამაკაცი თბილისში დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი — ე.წ. აბრეზი და 4 საბრძოლო ვაზნა.

უწყების ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები). დაკავებულს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


ყველა ახალი ამბავი
0