გემი საჩუქრად – ხელისუფლებამ ბათუმის საზღვაო აკადემიაზე იზრუნა

გამოწერა
სასწავლო–საწვრთნელ გემზე „კადეტი“ პრაქტიკის გავლას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 30–40 სტუდენტი შეძლებს

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას  საჩუქრად სასწავლო–საწვრთნელი გემი „კადეტი“ გადაეცა, რომლის ღირებულება 1,7 მლნ ლარზე მეტია, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებ–გვერდზე.

ერთი სემესტრის განმავლობაში  „კადეტზე“ პრაქტიკის გავლას  საზღვაო აკადემიის 30–40 სტუდენტი შეძლებს. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) თანახმად, ეს საგანმანათლებლო საზღვაო პროგრამის ნაწილს წარმოადგენს. 

„სასწრაფო დახმარების“ ახალი მანქანები ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმის „სასწრაფო დახმარების“ ექიმებს ახალი ავტომობილები გადაეცათ

 „გემი იყო გამზადებული გასაყიდად და ამით სახელმწიფო დამატებით შემოსავალს მიიღებდა, მაგრამ ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ და გადავწყვიტეთ მისი ბათუმის საზღვაო აკადემიისთვის გადაცემა, რათა სტუდენტებმა პრაქტიკის გავლა შეძლონ. მჯერა, რომ 2018 წელი ჩვენი ქვეყნისა და თითოეული თქვენგანისთვის საუკეთესო იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი ქართველი მეზღვაურები შეძლებენ ახალ გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხონ“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

საზღვაო აკადემიისთვის გემის გადაცემის ინიციატივა საქართველოს  პირველ ვიცე–პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს ეკუთვნის.

გემი „კადეტი“  ყველა აუცილებებლი სისტემებითა და ტექნოლოგიური საშუალებებითაა აღჭურვილი. ის 1977 წელს აშენდა და ნავთობის გადაზიდვით იყო დაკავებული.

სასწავლო–საწვრთნელი გემი მომავალ მეზღვაურებს დაეხმარება საკუთარი პროფესიონალიზმისა  და საერთაშორისო საზღვაო კომპანიების ხელმძღვანელობის თვალში ავტორიტეტის ამაღლებაში, რაც გახდება გარანტი მათი დასაქმებისა და მათი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0