ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო გახდა

© photo: Sputnik / Alexey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტრონული რეცეპტი ეტაპობრივად გავრცელდება საქართველოს ყველა სამკურნალო და სააფთიაქო დაწესებულებაში.

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოში 2018 წლიდან ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო ხდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

2018 წლიდან ე.წ. ფორმა N3 ელექტრონული ფორმით იცვლება. რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით განხორციელდება, ეტაპობრივად კი მთელ საქართველოს მოიცავს.

ელექტრონული რეცეპტი — ცენტრალიზებული სისტემაა, რომლის გამოყენებაც ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმს შეუძლია. სისტემის ტესტირება 1 აგვისტოს დაიწყო და პროექტში თავიდან 30-მდე აფთიაქი ჩაერთო.

ექიმი - Sputnik საქართველო
საქართველოში რეცეპტის გაცემის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა

პროექტის ფარგლებში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები ელექტრონული რეცეპტების სისტემას გაეცნენ. შეიქმნა სახელმწიფო ელ-რეცეპტების სისტემის გამოყენების ელექტრონული და ვიდეო-ინსტრუქციები, დაიხვეწა ელ-რეცეპტების ელექტრონული სისტემა და გახდა მეტად მორგებული მომხმარებელზე.

ელექტრონული რეცეპტი ეტაპობრივად გავრცელდება საქართველოს ყველა სამკურნალო და სააფთიაქო დაწესებულებაში.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, 2018 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ის კლინიკები ვეღარ ჩაერთვებიან, რომლებიც ელექტრონული რეცეპტის გამოწერის პრაქტიკაზე არ გადავლენ. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ახალი სისტემა კომფორტული იქნება პაციენტებისთვის — მათ აღარ მოუწევთ ქაღალდზე დაწერილი რეცეპტებით სიარული, რომლის დაკარგვის რისკიც არსებობს. რეცეპტის ელექტრონულად გაცემის ფორმატი ასევე დაზოგავს ექიმის სამუშაო დროს. ამგვარი მეთოდით ძველი დანიშნულების გაგრძელება ექიმს რამდენიმე წამში შეუძლია.

დღეისათვის ელექტრონული რეცეპტების სახელმწიფო სისტემაში თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტი ექიმი და 500-მდე სააფთიაქო დაწესებულებაა რეგისტრირებული.

ყველა ახალი ამბავი
0