საქართველოში რეცეპტის გაცემის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა

CC0 / Pixabay / luvqs / ექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეცეპტის ელექტრონულად გაცემის ფორმატი შეუმსუბუქებს სამუშაოს როგორც აფთიაქებს, ისე ექიმებს. პაციენტებს აღარ დასჭირდებათ თან ატარონ ანალიზების შედეგებისა და დანიშნულების შემცველი ბევრი დოკუმენტი.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი ჩაუშვა — ამიერიდან სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტებს ელექტრონული რეცეპტებით მოემსახურებიან.

ელექტრონული რეცეპტი — ცენტრალიზებული სისტემაა, რომლის გამოყენებაც ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმს შეუძლია. სისტემის ტესტირება 1 აგვისტოს დაიწყო და ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია 30-მდე აფთიაქი. ელექტრონული რეცეპტი ეტაპობრივად გავრცელდება საქართველოს ყველა სამკურნალო და სააფთიაქო დაწესებულებაში.

„აფთიაქში მისვლისას იგი (პაციენტი) აფთიაქის წარმომადგენელს ეტყვის გვარს, სახელს, პირად ნომერს და აფთიაქს სრული წვდომა ექნება მის მონაცემებთან“, — განმარტა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ ახალი სისტემა კომფორტული იქნება პაციენტებისთვის — მათ აღარ მოუწევთ ქაღალდზე დაწერილი რეცეპტებით სიარული, რომლის დაკარგვის რისკიც არსებობს.

აბები - Sputnik საქართველო
საქართველოში დაახლოებით 25 აფთიაქი „სააფთიაქო ნარკომანიაში“ ამხილეს

რეცეპტის ელექტრონულად გაცემის ფორმატი ასევე დაზოგავს ექიმის სამუშაო დროს. ამგვარი მეთოდით ძველი დანიშნულების გაგრძელება ექიმს რამდენიმე წამში შეუძლია.

გარდა ამისა, პაციენტსა და ფარმაცევტს აღარ მოუწევთ ექიმის გაუგებარ ხელწერაზე ფიქრი და დროის ხარჯვა, ხოლო მედიკოსებს – მედიკამენტის დასახელების გამეორების თხოვნით მრავალ სატელეფონო ზარზე პასუხი.

პროექტის მეორე ეტაპზე ექიმები ვალდებული იქნებიან სამედიცინო დოკუმენტაცია ელექტრონულ ფორმატში შეიყვანონ, შესაბამისად, პაციენტებს აღარ დასჭირდებათ, რომ თან ატარონ ანალიზების შედეგებისა და დანიშნულების შემცველი ბევრი დოკუმენტი.

ყველა ახალი ამბავი
0