Wizz Air-ის თვითმფრინავს საქართველოს მოქალაქეები კვიპროსზე დაავიწყდა?

CC BY-SA 2.0 / Alec Wilson / HA-LWFСамолет компании Wizz Air совершает взлет
Самолет компании Wizz Air  совершает взлет - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიაკომპანია Wizz Air-ში განმარტეს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა კვიპროსიდან საქართველოში გამოფრენა იმიტომ ვერ მოახერხეს, რომ რეისზე დააგვიანდათ

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. უკვე ერთი დღეღამე იმყოფება ლარნაკას აეროპორტში (კვიპროსი) საქართველოს მოქალაქეების ცხრაკაციანი ჯგუფი, რადგან ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომლის ბილეთები მათ ჰქონდათ შეძენილი, მათ გარეშე გაფრინდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ქართველი ტურისტები აცხადებენ, რომ მათ რეგისტრაცია გაიარეს და თვითმფრინავის ბორტზე ჩასხდომას ელოდნენ, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო აეროპორტსა და კომპანია Wizz Air-ს შორის კომუნიკაცია ვერ შედგა და თვითმფრინავი მათ გარეშე გაფრინდა.

„იქმნება ჩვენი სამსახურების პრობლემა. იქმნება ჩვენი ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვის პრობლემა, რომლესაც საერთოდ არ ვთვლი მიზანშეწონილად. იმის გამო, რომ აეროპორტმა თუ wizz Air-მა ვერ მოაგვარეს ერთმანეთში და ვერ დაამყარეს კომუნიკაცია, ზედმეტი ხარჯები უნდა გავიღოთ. საერთოდ არ გვქონდა დაგეგმილი აქ გაჩერება ზედმეტი სამი დღე და ასევე, ყველაზე დიდი პრობლემა რაც იყო, ეს არის საელჩოსთან კომუნიკაციის“, — განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა სოფო შონიამ.

ელვა წვიმის დროს - Sputnik საქართველო
თვითმფრინავს, რომელიც საქართველოდან საბერძნეთში მიფრინავდა, მეხი დაეცა

ტურისტები აცხადებენ, რომ მათი ახლობლები, რომლებიც უკვე ბორტზე იმყოფებოდნენ, ბორტგამცილებლებს შეატყობინეს, რომ აეროპორტში ამ რეისის სხვა მგზავრები იმყოფებოდნენ, რომლებიც ბორტზე ამოსვლას ვერ ახერხებენ, მაგრამ ამაზე რეაქცია არავის არ მოუხდენია.

საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტის პერსონალის მიმართაც პრეტენზიები გააჩნიათ. მათი თქმით, ადგილობრივი თანამშრომლები აგრესიულად იქცევიან და პოლიციაც კი გამოიძახეს.

ტელეარხის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს შორის ორსული ქალბატონიც არის.

მომხდართან დაკავშირებით, კომპანია Wizz Air-მა განცხადება გაავრცელა.

„2018 წლის 2 იანვარს, რამდენიმე მგზავრი რეისზეW6 6404 ლარნაკა-ქუთაისი, არ გამოცხადდა დროულად თვითმფრინავში ჩასხდომის გასასვლელთან. მგზავრთა გადაყვანის ზოგადი პროცედურების შესაბამისად, რითიც ხელმძღვანელობს ყველა ავიაკომპანია, მგზავრები, რომელიც ჩასხდომის გასასვლელის დახურვის შემდგომ გამოცხადდებიან, აღარ დაიშვებიან რეისზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

მგზავრები ჩასხდომაზე გაფრენამდე 30 წუთით ადრე უნდა გამოცხადდნენ.

კვიპროსზე საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები რეისზე დაგვიანებულ მოქალაქეებს მალე შეხვდებიან.

Wizz Air-მა თავისი 25-ე ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოთხწლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად გახსნა. პირველი ავიარეისი ავიაკომპანიამ 2012 წლის სექტემბერში შეასრულა. Wizz Air-მა ბაზის გახსნაში 98 მილიონი დოლარის ინვერსტიცია დააბანდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ქუთაისის ცენტრიდან 14 კილომეტრში მდებარეობს, 2012 წლის შემოდგომაზე გაიხსნა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0