თბილისი, 2 იანვარი— Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს ავტომაგისტრალებზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის მლეთა-გუდაურისა და 134-135-ე კმ მონაკვეთებზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის გაჩერება.
ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი — ზემო ლარსი" დღეისათვის საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო საზღვარია, რომელიც ფუნქციონირებს.