შაბათი, 25 ნოემბერი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს უმრავლეს რაიონებში ნალექია მოსალოდნელი უმეტესად თოვლის სახით. ქარი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიძლება წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს1 — +4 გრადუსი, დღისით — +2-7 გრადუსი; მაღალ მთაში ღამით მინუს 11-6, დღისით — მინუს 7-+2
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 4 — +1 გრადუსი, ხოლო დღისით — +2-7. მაღალ მთაში ღამით იქნება —12-7 გრადუსი, ხოლო დღისით — მინუს 7-2 გრადუსი.
თბილისში დროგამოშვებით მოიღრუბლება. ღამით მოსალოდნელია მცირე თოვლი, ხოლო დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით იქროლებს, დროგამოშვებით შეიძლება წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს. ღამით იქნება 0 გრადუსი, ხოლო დღისით +5.
კვირა, 26 ნოემბერი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მაგრამ ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე წამში 10-15 მეტრი სიჩქარით იქროლებს, მაგრამ შეიძლება წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 7 — +2 გრადუსი, დღისით — +4-9 გრადუსი; მაღალ მთაში ღამით მინუს 15-10, დღისით — მინუს 6-1.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 4 — +1 გრადუსი, ხოლო დღისით — +2-7. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 12-7 გრადუსი, ხოლო დღისით — მინუს 7-2 გრადუსი.
თბილისში დროგამოშვებით მოიღრუბლება, მაგრამ ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით იქროლებს. ღამით იქნება მინუს 4 გრადუსი, ხოლო დღისით +6.