საშიში პიროტექნიკა: თბილისში 44 ადამიანია საავადმყოფოებში მოთავსებული

© Sputnik / Alexander Imedashviliსადღესასწაულო ფოიერვერკი
სადღესასწაულო ფოიერვერკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზედა კიდურებისა და სახის დაზიანება – დედაქალაქში პიროტექნიკისგან 44 ადამიანი დაშავდა

თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. პიროტექნიკის გამოყენების გამო თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა დაზიანებებით 44 ადამიანი გადაიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

მათი ინფორმაციით, 44 დაშავებულიდან 21 ბავშვია. მათ დაზიანებები ზედა კიდურებსა და სახის არეში აღენიშნებათ.

ფეიერვერკი - Sputnik საქართველო
საქართველოში პიროტექნიკით ადამიანები დაშავდნენ

„პირველი იანვრის დილის მონაცემებით, 40 ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული, საიდანც 18 იყო ბავშვი. წუხელ კიდევ დაემატა ოთხი პაციენტი, აქედან სამი – ბავშვი“, – განუცხადეს პირველ არხს პრეს–სამსახურში.

საქართველოს შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ახალი წლის წინ საქართველოს მოსახლეობას მიმართა თხოვნით, ყურადღებით იყვნენ პიროტექნიკის გამოყენებისას. უწყება მოქალაქეებს ურჩევს, გაეცნონ პიროტექნიკის ინსტრუქციას და არ გამოიყენონ ის ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში.

2017 წლის ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა, მათგან ორს თითების ამპუტაცია ჩაუტარდა. გამოძახებები დაფიქსირდა 31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში.

 

ყველა ახალი ამბავი
0