საქართველოში პიროტექნიკით ადამიანები დაშავდნენ

გამოწერა
სამ დაზარალებულს თითების ამპუტაცია დასჭირდათ

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik.  ახალი წლის ღამეს საქართველოს ქირურგიის ეროვნულ ცენტრს დამწვრობის ცენტრს ხუთმა დაზარალებულმა მიმართა, რომელთაგან სამს თითების სრული ან ნაწილობრივი ამპუტაცია დასჭირდათ, განაცხადა ტელეარხი Imedi–ის ეთერში ექიმმა ქეთი ხვისტანმა.

ექიმის განცხადებით, როგორც დაშავებულები ამბობენ, პიროტექნიკა მათ ხელში აუფეთქდათ.

საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ქვეყნის მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენებისას სიფრთხილისკენ მოუწოდა.  უწყებამ მოსახლეობას ურჩია პიროტექნიკის გამოყენებამდე გაეცნონ ინსტრუქციას და ის არ გამოიყენონ ხალხმრავალ ადგილებში და დახურულ სივრცეში.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა, მათგან ორს თითების ამპუტაცია ჩაუტარდა. გამოძახებები დაფიქსირდა 31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში.

 

ყველა ახალი ამბავი
0