ზრუნვა მოქალაქეების უსაფრთხოებაზე: სიახლეები და ინოვაციები

გამოწერა
რეფორმები უწყების პრაქტიკულად ყველა სტრუქტურას შეეხება და ახალი ტექნოლოგიების დახმარებით სამსახურების მუშაობის ეფექტურობის ამაღლებისკენ იქნება მიმართული

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik.  2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო, ცვლილებებს გეგმავს.

შს სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნებები 569,6 მლნ ლარზეა გათვალისწინებული, რაც დანაშაულთან ბრძოლისა და პოლიციის მაქსიმალური ეფექტიანობისკენ იქნება მიმართული.

შსს–ს ყველა სტრუქტურული დანაყოფის მუშაობის გაუმჯობესებისთვის ფართომასშტაბიანი რეფორმების გატარება იგეგმება. კერძოდ, ცვლილებები შეეხება კრიმინალურ პოლიციას, რაც ითვალისწინებს პოლიციის საქმიანობაში ახალი ტექნოლოგიების  დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს დანაშაულის აღკვეთასა და გამოძიების ხარისხის ამაღლებას. 

თეიმურაზ კუპატაძე (ცენტრში) - Sputnik საქართველო
საქართველოს საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

გარდა ამისა, შემუშავდება გზებზე უსაფრთხოების ახალი პროგრამა, რომელიც მიმართული იქნება საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის შემცირებისკენ. ამ მიზნით იგეგმება აქცენტების გაკეთება ახალ ტექნოლოგიებზე.

რეფორმები შეეხება სახელმწიფო საზღვრის მართვის სისტემასაც, რაც ითვალისწინებს სასაზღვრო სამსახურის მოდერნიზაციას. მისი მოქმედება 2018 წელს  მიმართული იქნება სასაზღვრო ზონაში და საზღვარზე დარღვევების ფაქტების აღკვეთა–გამოვლინებისკენ.

ასევე მომავალ წელს დასრულდება საგანგებო სიტუაციებთან  ბრძოლის ერთიანი სისტემის შექმნა. ამასთან, სამაშველო ოპერაციებისთვის პრიორიტეტული იქნება ადამიანის სიცოცხლისა და ქონების  გადარჩენა. 

2018 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას. ამისთვის სამინისტრო გეგმავს სხვა უწყებებთან კოორდინაციის ამაღლებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებას.


ყველა ახალი ამბავი
0