საქართველოში ტექდათვალიერება ამოქმედდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაცობი თბილისში
საცობი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე ეტაპობრივად ინერგება

ავტომობილების ტექდათვალიერების დროს ყველაზე მნიშვნელოვან მექანიზმს შეამოწმებენ: მუხრუჭებს, საჭის მექანიზმს, სავალი ნაწილს, ხილვადობას, მაშუქებს ანუ ფარებს, საბურავებს და გამონაბოლქვის ნორმებთან შესაბამისობას. ნორმებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, პრობლემა გარკვეულ ვადებში უნდა გამოსწორდეს. 

ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს გააუქმეს. მაშინ გადაწყვეტილება ამ სფეროში კორუფციის მაღალი რისკის გამო მიიღეს.

2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებისთვის (3.5ტ. ზემოთ).

სვეტლანა არისტარხოვა - Sputnik საქართველო
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანა გახდება

ტექდათვალიერება სავალდებულო ამ ავტომობილებისთვის უფრო ადრე გახდა, მაგრამ 1 იანვრიდან ის უფრო გართულდა. ასევე გაიზრდება ჯარიმა, თუ აღმოჩნდება რომ ავტომობილს შემოწმება გავლილი არა აქვს.

2018 წლის 1 ივლისიდან ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები.

2018 წლის 1 ოქტომბრიდან — სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას გაივლიან დიდი მოცულობის ძრავის ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ). აღნიშნული ავტომანქანები მეტ საწვავს მოიხმარენ და მავნე გამონაბოლქვით ჰაერით დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს.

2019 წლის 1 იანვრიდან — ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული ყველა დანარჩენი ავტომანქანა გაივლის.

სავალდებულო ტექდათვალიერებას არ ექვემდებარება მოპედები, ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სიჩქარე საათში 25 კილომეტრს არ აღემატება, ასევე მისაბმელები, რომელთა წონა 750 კილოგრამიდან 3,5 ტონამდე მერყეობს.

ამასთან, 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში აღარ შეიძლება გადატანილი საჭის მქონე ავტომობილების იმპორტირება და რეგისტრირება. აიკრძალება ასევე საჭის გადატანა მარჯვნიდან მარცხნივ.

ავტომობილების თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
ჰიბრიდული ავტომობილების ბუმი საქართველოში: ხელისუფლების გეგმები ნაყოფს იძლევა

მსუბუქი ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების გავლა შესაძლებელი იქნება აკრედიტებულ სერვის–ცენტრებში. მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების — 100 ლარი ეღირება.

თუ შემოწმებისას ავტომობილი რეგლამენტით დადგენილ ამა თუ იმ კრიტერიუმს არ შეესაბამება, მის მფლობელს გაუმართაობის აღმოსაფხვრელად ერთი თვის ვადა მიეცემა. ამის შემდეგ ის კიდევ გაივლის ინსპექტირებას, მაგრამ უკვე – უფასოდ და შეამოწმებს მხოლოდ იმ კომპონენტს, რომელსაც პირველი შემოწმებისას ხარვეზები აღმოაჩნდა.

ტექდათვალიერების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სწრაფი გადახდის აპარატებით, ინტერნეტით ან საბანკო ბარათით, რათა სერვის–ცენტრებში ნაღდი ფულის მიმოქცევა და ფინანსური გაუგებრობები იქნას თავიდან აცილებული.

ამჟამად საქართველოში 25 სერვის–ცენტრი ფუნქციონირებს ავტომობილების შემოწმების 37 ხაზით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრები იმგვარად არის განთავსებული, რომ ქვეყნის რეგიონებს მაქსიმალურად მოიცავს.

უახლოეს პერიოდში რეგიონებში დაახლოებით 70 ხაზის დამატება იგეგმება, რაც მძღოლების მომსახურების ხელმისაწვდომობასა და სისწრაფეს გაზრდეს.

ბევრი სერვის–ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე მოწყობილობებით, რომლებიც ავტომობილების მფლობელების ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს, ხოლო ის ცენტრები, რომლებიც არ შეესაბამება ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნების, უწყების განცხადებით, ხელახლა აღიჭურვება.

ტაქსი - Sputnik საქართველო
ხელს სანამ დაუქნევ დაფიქრდი!... მერე რა, რომ დაგორავს!...

ტექდათვალიერების გავლა წელიწადში ერთხელ იქნება სავალდებულო. ათვლა ტექპასპორტში მითითებული რეგისტრაციის თვიდან დაიწყება.

ის მძღოლები, რომლებიც უგულებელყოფენ სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ დათვალიერებას, საქართველოს კანონმდებლობით, დაჯარიმდებიან 10 ლარით, ხოლო იურიდიული პირები – 100 ლარით.

მაგრამ იგეგმება ჯარიმების გაზრდა: ფიზიკური პირისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის — 200 ლარი. გარდა ამისა, 50 ლარით დაჯარიმდებიან მძღოლები, რომლებიც იმოძრავებენ ავტომობილით, რომელმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარა.

საქართველოს მთავრობამ ეს კანონპროექტი პარლამენტში 30 ოქტომბერს შეიტანა და ის პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.

დრო გვაჩვენებს, გაუმჯობესდება თუ არა ტექდათვალიერების ამოქმედებით საქართველოში ჰაერის, გადაადგილებისა და ცხოვრების ხარისხი.


ყველა ახალი ამბავი
0