დონ კარლოს ტყემალაძის წინასაახალწლო გასაჭირი

© photo: Sputnikძაღლი
ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2018 წელი ყვითელი, მიწიერი ძაღლის წელია. მართალია, ჩინური კალენდრის თანახმად ძაღლის წელი მხოლოდ 2018 წლის 16 თებერვლიდან იწყება, მასთან შესახვედრად 31 დეკემბრიდანაც რომ დავიწყოთ მზადება, არაფერი დაშავდება.

თუ როგორ და რანაირად, ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, რადგან საითაც არ გაიხედავთ, ყველგან ასტროლოგიური პროგნოზები დაგხვდებათ. უბრალოდ მინდა გავიხსენო 24 წლის წინანდელი ამბავი, რომელიც ასევე ძაღლის (ფერი არ მახსოვს) წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე გურიის ერთ პატარა სოფელში მოხდა.

ჩოხატაურის რაიონში არის ასეთი სოფელი ბუკისციხე. დეკემბრის მილეულს მეგობარს ვესტუმრეთ და ეს ისტორიაც ჩვენს თვალწინ დატრიალდა. ჩვენი მასპინძლის მეზობლად ცხოვრობდა სკოლის მასწავლებელი კარლო ტყემალაძე, სამოც წელს მიტანებული ყველასთვის საყვარელი პიროვნება. ჰყავდა გაურკვეველი ფერისა და ჯიშის ძაღლი სახელად დონია, რომელიც ყველგან თან დაჰყვებოდა პატრონს. სანამ გაკვეთილები ტარდებოდა, მორჩილად იჯდა ეზოში, მერე ბატონ კარლოსთან ერთად ბრუნდებოდა შინ.

ზუგდიდი, დადიანების სასახლე. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
ლევან II დადიანი - „კაცი ამაყი, ულმობელი, ნიჭიერი პოლიტიკოსი და უებრო მხედართმთავარი“

ენაკვიმატს რა გამოლევს გურიაში და ამ წყვილს დაარქვეს დონ კარლოსი. ასე იქცა პატივცემული კარლო ტყემალაძე დონ კარლოს ტყემალაძედ.

დეკემბრის 23-ს ბუკისციხეში ტრაგედია დატრიალდა. მეზობლის ქალბატონ ქსენიას საყვარელი ვარია დაეკარგა, ეჭვი ჩვენს გმირზე — დონიაზე მიიტანეს, რადგან მის სადგომთან გვარიანი რაოდენობის ქათმის ბუმბული იპოვეს. ქალბატონმა ქსენიამ კატეგორიულად მოითხოვა ძაღლის დასჯა და განაჩენიც სასიკვდილო გამოუტანა. ძალიან კი დამწუხრდა დონ კარლოს ბატონი, მაგრამ სხვა გზა არ იყო, გაწუწკებულ ძაღლს შინ ვეღარ გააჩერებდა. გამოაბა თოკი, ჩამოიყვანა სუფსისპირა ერთ გორაკზე, გამოაბა მოზრდილი ლოდი და ცრემლმორეულმა ძაღლი მდინარეში გადააგდო.

საახალწლო საჩუქრები - Sputnik საქართველო
მსოფლიოს 7 ახალი წელი და უცნაური საახალწლო ტრადიციები: ფეხების ბაკუნი და შაჰის წონა

ამ გორაკის ქვემოთ, ახალგაზრდები ქეიფობდნენ. ერთმა მათგანმა თვალი მოჰკრა წყალწაღებულ ძაღლს, რომელიც ძლივსღა მოსჩანდა. არიქა, დონ კარლოსის ძაღლი იხრჩობაო და არ დაიზარა, გაყინულ წყალში შევიდა და უბედური დონია ნაპირზე გამოიყვანა. მალევე გამოარკვიეს საქმის ვითარება და გადაწყვიტეს მათ აღმზრდელ მასწავლებელს გახუმრებოდნენ. მოიძიეს კონსერვის ქილა, ჩადეს შიგ წერილი, ჩამოკიდეს ძაღლს კისერზე და გამოუშვეს. 

ამასობაში, გულდათუთქული დონ კარლოს ტყემალაძე სვენებ-სვენებით საკუთარ სახლს მიუახლოვდა და… რას ხედავს, ჭიშკართან კუდის ქიცინით დონია  შეეგება. რა თქმა უნდა ქილაც შეამჩნია და წერილიც ამოიღო. წაიკითხა, გაიხედ-გამოიხედა, გულიანად გაიცინა, ძაღლს მოეფერა და შინ შეუძღვა. წერილში კი აი რა ეწერა:

 „ჩემო კარლო! შეცდომა ვის არ მოსვლია, გამიწყრა ღმერთი და წამიცდა პირი ქსენიას ვარიასკენ. ეს ერთი მაპატიე და მე არ მოვესწრო ძაღლის წელიწადს თუ კიდო გავიხედო ქსენიას ეზოსკენ.

საბა მეტრეველი - Sputnik საქართველო
ბედობა და ცალფად დარჩენილი იმერელი „კუჩხი", ანუ ვეძებთ „საავტორო“ სარძლოს

შენი ერთგული და მოსიყვარულე დონია.“

არ ვიცი შემდგომში რა ბედი ეწია ბატონი დონ კარლოსის ძაღლს, ან ქალბატონი ქსენიას გული რით მოიგეს, მაგრამ დონია რომ 1994 ძაღლის წელს საღ-სალამათი შეხვდა ეს უტყუარია.

ძაღლის ყველაზე დიდი პლუსი ერთგულებაა, ამ წლის ზოდიაქოს ყველაზე ფასეული თვისებაც ერთგული და მოსიყვარულე ადამიანების გარემოცვაა. გილოცავთ დამდეგ ყვითელი ძაღლის წელიწადს, დონიასავით ერთგული ოთხფეხი მეგობრები და მოსიყვარულე ადამიანები გიმრავლოთ. 

 


ყველა ახალი ამბავი
0