„თვითმფრინავის გუგუნივით“: თევზების სექს-ორგიების ხმები ცხოველებს აყრუებს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიქვირითის დაყრა
ქვირითის დაყრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხმა, რომელსაც შეწყვილებისას თევზები გამოსცემენ, რეაქტიული თვითმფრინავის ტურბინის ხმას აღემატება

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. ჩრდილოამერიკული ზღვის თევზების შეწყვილების პროცესი, ანუ ტოფობა იმდენად ხმამაღალია, რომ დელფინებსა და ზღვის ფაუნის სხვა წარმომადგენლებში სმენის ნაწილობრივ ან სრულ დაკარგვას იწვევს, ნათქვამია ჟურნალ Biology Letters-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

სან-დიეგოს უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა შეისწავლეს მექსიკის ყურეში მობინადრე თევზების ერთ-ერთი სახეობის (Gulf corvina (Cynoscion othonopterus)) ზეგავლენა გარშემო არსებული ბგერითი ლანდშაფტის დონეზე. ამისათვის ჩატარდა აზომვითი სამუშაოები სპეციალური აპარატებით, რომლებიც წყალქვეშა მიდამოს შეისწავლის და ბგერით ტალღებს აფიქსირებს.

მეცნიერებმა ამ თევზების შეწყვილება შეაფასეს ერთ-ერთ ყველაზე ხმამაღალ მოვლენად, რომელიც ველურ ბუნებაში ხდება და ის ფეხბურთის სტადიონზე ქომაგების გუგუნს შეადარეს.

„ხმა საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ სმენის მუდმივი თუ არა, ნაწილობრივი დაკარგვა მაინც გამოიწვიოს ზღვის ძუძუმწოვრებში, რომლებიც მახლობლად ნადირობენ“, — მოჰყავს The Guardian-ს კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ტიმოტი როუელის სიტყვები.

ორსულობა: ექოსკოპიური კვლევის შედეგი - Sputnik საქართველო
ამერიკელი მეცნიერი: მამაკაცები ბავშვებს ხვალვე გააჩენენ

იმისათვის, რომ დადასტურებულიყო, რომ ზღვის ფაუნის წარმომადგენლებს ეს ხმები ესმის, და შეემოწმებინათ, გაუძლებენ თუ არა ისინი ამისთანა ხმამაღალ მოვლენას, თევზების შეწყვილების ადგილებში რამდენიმე ექსპედიცია მოეწყო. წყალქვეშა მიკროფონების გამოყენებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთ ხმაურს თითქმის ვერცერთი ცხოველი ვერ გაუძლებს — ბგერის ძალა ზოგჯერ 190 დეციბელს აჭარბებდა, რაც რეაქტიული თვითმფრინავის ტურბინის გუგუნს აღემატება.

ადამიანს 160 დეციბელის ძალის ბგერამ შეიძლება დაფის აპკი დაუზიანოს, ხოლო 200 დეციბელი კრიტიკულ ნიშნულს წარმოადგენს, რომელმაც ლეტალური დასასრული შეიძლება გამოიწვიოს. შეწყვილების ადგილთან ახლოს ადამიანის ყოფნა მეცნიერებმა მის ყურებთან ჭურვისა ან მცირე ბომბის აფეთქებას შეადარეს. ამიტომ ცხოველები უკეთეს შემთხვევაში გაუსაძლის ტკივილს იგრძნობენ, უარეს შემთხვევაში — ისინი სმენას დაკარგავენ.

შესწავლილი თევზები გამოცემულ ბგერას საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა მოსაზიდად იყენებენ. რაც უფრო ძლიერია ბგერა, მით მეტი შანსია შთამომავლობის დასატოვებლად. თუმცა ასეთი ხერხი არამარტო თევზებს, არამედ მეთევზეებსაც იზიდავს, რომლებიც მათ დიდი რაოდენობით იჭერენ. ეს მათ პოპულაციაზე უარყოფითად აისახება, რაც აღნიშნულ სახეობას გადაშენებით ემუქრება.


ყველა ახალი ამბავი
0