სახალხო დამცველი: „მინდა ყველა მოქალაქეს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს“

© Facebook / Nino Lomjariaსახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველმა მოსახლეობას ყველა ის სიკეთე უსურვა, რაც ამ იმედით სავსე დღესასწაულს მოაქვს

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და მათ დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული საქართველო დაჰპირდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მინდა გაგამხნევოთ და დაგპირდეთ, რომ ცდას არ დავაკლებთ, რათა საქართველო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, ადამიანის უფლებათა დაცვისკენ მიმართული ქვეყანა გახდეს, სადაც ყველა მოქალაქეს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები ექნება”, — აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
ომბუდსმენი სამუშაო ადგილებზე პრობლემებისადმი ყურადღებას მოითხოვს

ლომჯარიამ საქართველოს მოსახლეობას ყველა ის სიკეთე უსურვა, რაც ამ იმედით სავსე დღესასწაულს მოაქვს: „გილოცავთ ახალ 2018 წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ახალ ენერგიას, ახალ ემოციებს; ყველა იმ სიკეთეს, რაც ამ დიდი იმედით სავსე დღესასწაულს მოაქვს. მინდა ჩვენს გულებში მშვიდობამ, თანადგომამ, ურთიერთპატივისცემამ და სიყვარულმა დაისადგუროს“.

ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი მოვალეობის შესრულებას 2017 წლის 8 დეკემბერს შეუდგა. მან უჩა ნანუაშვილი შეცვალა, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს ხუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ლომჯარიას კანდიდატურა ამ თანამდებობაზე მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ წამოაყენა. მისი კანდიდატურა ქვეყნის პარლამენტმა ნოემბრის ბოლოს დაამტკიცა.


ყველა ახალი ამბავი
0