თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. თბილისში საახალწლოდ, 31 დეკემბერს „მეტროპოლიტენი“, ავტობუსები და საბაგირო „რიყე-ნარიყალა“ მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავცელებულ განცხადებაში.
ახალი წლის ღამეს დედაქალაქში 160 ერთეულამდე ავტობუსი, 23:00 საათიდან პირველი იანვრის 04:00 საათამდე 30 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ამ პერიოდში მგზავრებს მეტროსასადგურებამდე, სადღესასწაულო ღონისძიებების ადგილებამდე და ცენტრალურ უბნებამდე მგზავრობის საშუალება ექნებათ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, მეტრო მგზავრებს 1 იანვრის 04:00 საათამდე მოემსახურება და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით „ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილი“ ხაზზე, პიკის საათებში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი შემცირდება. ამ პერიოდში თბილისის მეტროს პირველ ხაზს 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე ორი მატარებელი დაემატება.
დღეს, 31 დეკემბერს თბილისის „მეტროპოლიტენი“ შაბათ-კვირის განრიგის ნაცვლად, სამუშაო დღეების განრიგითა და ინტერვალით იმუშავებს.
საახალწლოდ „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზაც უკეთებს მოქალაქეებს სიურპრიზს და 03:00 საათამდე უფასოდ უმუშავებს.