თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. თბილისში საახალწლოდ დღეს დილიდან რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დღის ბოლოს, 23:00 საათიდან, საახალწლო გალა-კონცერტები სამ ლოკაციაზე – გლდანში, ძველ თბილისსა და ვარკეთილში გაიმართება“, — აღნიშნავენ მერიაში.
საახალწლო ღონისძიებების ჩამონათვალი ასეთია:
11:00 – 17:00 საათი – ველო სანტები — კრწანისის რაიონი
12:00 – 00:00 საათი – საშობაო ბაზრობა, საერთო ზონა – დედა ენის ბაღი
12:00 – 23:00 საათი – საახალწლო ბაზრობა – „ახალი ტფილისი
12:00 – 18:00 საათი – საბავშვო გასართობი პროგრამები – დედა ენის ბაღი
12:00 – 19:00 საათი – კინოთეატრი ღია ცის ქვეშ – დედა ენის ბაღი
12:00 – 19:00 საათი – მანქანების პარკი – დედა ენის ბაღი
12:00 – 19:00 საათი – სახელოსნო/ვორქშოფები – დედა ენის ბაღი
12:00 – 20:00 საათი – საახალწლო სპორტული აქტივობები – დედა ენის ბაღი
15:00 – 21:00 საათი – New Comers – „ახალი ტფილისი”
23:00 საათი – გალა კონცერტი – გლდანი, ძველი თბილისი, ვარკეთილი
თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქი ახალ, 2018 წელს განსხვავებული და მრავალფეროვანი ღონისძიებებით ხვდება.