ახალი წელი თბილისში - ბოლო სამზადისი

© FB / სად.ჯი / Sad.geსაახალწლო ქალაქი დედაენის ბაღში
საახალწლო ქალაქი დედაენის ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლო კონცერტებისათვის 120 ნომერი მომზადდა

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. თბილისში ახალ წელს სხვადასხვა ღონისძიებებით ხვდებიან, ერთდროულად სამი გალა-კონცერტი გაიმართება — ევროპის მოედანზე, ვარკეთილსა და გლდანში.

შაბათს გენერალური რეპეტიაცია ჩატარდა, დილიდან კი ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა.

ღონისძიებების ორგანიზატორები მრავალფეროვან პროგრამას გვპირდებიან. სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს ყველა თაობის ასამდე ქართველი შემსრულებელი შეასრულებს.

საახალწლო კონცერტების რეჟისორის, დავით დოიაშვილის თქმით, ტექნიკური თვალსაზრისით მათ საკმაოდ რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევთ.

მანქანები სადღესასწაულოდ მორთულ რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
ახალი წლის ღამეს თბილისში ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა

„ჯამში გამოვიდა 120 ნომერი. ერთდროულად დაიწყება სამი კონცერტი. პირდაპირი ჩართვების საშუალებით გვექნება შესაძლებლობა თვალი მივადევნოთ, იქ რა მოხდება“, — განაცხადა დოიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (Rustavi2) ეთერში.

დღის განმავლობაში მოვლენეთა ეპიცენტრად დედაენის ბაღი იქცევა — აქ უკვე გაიხსნა საახალწლო ბაზრობა, სტუმრებს სხვადასხვა ღონისძიებები ელოდება.

„დილიდან მშობლებს უკვე შეუძლიათ ბავშვები მოიყვანონ დედაენის ბაღში და უკვე შემდეგ შემოგვიერთდნენ გალა-კონცერტზე. გაკეთდა სპეციალურად 31 რიცხვისთვის ქართული კინომუსიკის თანამედროვე ვერსიები, ასე რომ, ვფიქრობ, მაყურებელი სრულად იქნება ჩართული და ღონისძიება ყველა თაობისთვის საინტერესო იქნება და  გათვალისწინებულია სწორედ კონცეპციაში, რომ ჟანრობრივად იყოს ძალიან მრავალფეროვანი“, — განაცხადა თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა სოფიო ხუნწარიამ.


ყველა ახალი ამბავი
0