თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, რომელიც თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარეობს, ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
შემთხვევა პარასკევს გვიან ღამით მოხდა, რა დროსას ოფისში არავინ იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა შენობის მესამე სართულსა და სხვენზე დაახლოებით 100-120 კვ.მ ფართობი გაანადგურა.
დამწვარია საოფისე და სამზარეულო ინვენტარი, ასევე დოკუმენტების ნაწილი.
ასოციაციის ახალი თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, ძირითადი დოკუმენტაცია ცეცხლს გადაურჩა, მათ შორის ფინანსურიც. მისი თქმით, ორგანიზაცია მუშაობას შეუფერხებლად გააგრძელებს.
ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დრომდე უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი კომპიუტერულ ტექნიკას გაუჩნდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.