ორი გარდაცვლილი, ორი დაშავებული - ორი ხანძარი თბილისში

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარს ცაბაძის ქუჩაზე ორი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. წუხელ ღამით თბილისში ორი ხანძარი მოხდა — ცაბაძის ქუჩაზე და ფეშენებელურ სასტუმრო Rooms Hotel-ში.

ხანძარი ცაბაძის ქუჩაზე, „დინამო არენასთან", გვიან ღამით, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
სამი გარდაცვლილი და ევაკუირებული მოსახლეობა - ხანძარი რუსთავში

დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც შსს-ს პრეს-სამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188 მუხლის მესამე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას; დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

რაც შეეხება ხანძარს სასტუმრო Rooms Hotel-ში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო მანქანა. შენობიდან ოპერატიულად გამოიყვანეს სტუმრები და თანამშრომლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყველა ახალი ამბავი
0