წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძარი ლიკვიდირებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანები
სახანძრო მანქანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დრომდე უცნობია, ტყის რა ფართობი დაიწვა

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ხანძარი წყალტუბოში – ცეცხლი ტყის მასივს უკიდია

ცეცხლი ორი საათის წინ ტყის მასივს გაუჩნდა. 

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპზე  ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესი მიმდინარეობს, რომელშიც 25-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.

ჯერჯერობით უცნობია, ტყის რა ფართობია დამწვარი და ასევე უცნობია, ხანძრის გამომწვევი მიზეზიც. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0