თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარათში ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
გავრცელელებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.
როგორც „Sputnik-საქართველოს" მერის წარმომადგენელმა გიორგი ელბაქიძემ განუცხადა, ხანძარი რთულად მისადგომ ადგილზე გაჩნდა და, შესაბამისად, მაშველები შემოვლითი გზით ასვლას ცდილობენ. მისივე განმარტებით, ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტარზეა გავრცელებული.
ადგილზე ამ დროისთვის ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასთან ერთადაა ჩართული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.