ქუთაისში აფთიაქი გაქურდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისში „იმპექის“ აფთიაქი  გაქურდეს.

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხდა.  როგორც თანამშრომლები ჰყვებიან, სიგნალიზაცია მალევე ჩაირთო და  ბოროტმოქმედებმა  დიდი თანხის წაღება ვერ მოასწრეს.

დაკავება - Sputnik საქართველო
„საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმა - სროლის ხმა ისმოდა

როგორც „Sputnik-საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0