თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. გახდა ცნობილი ოზურგეთის სოფელ ლაითურთან მომხდარი ავტოავარიის დეტალები, რომლის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევა პარასკევ საღამოს მოხდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ერთი ოჯახის ოთხი წევრი იმყოფებოდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ხევში გადაიჩეხა, იუწყება საინფრომაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ზე დაყრდნობით.
საპატრულო პოლიციისა და „სასწრაფო დახმარების“ მისვლის მომენტში მეუღლეები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
რაც შეეხება გარდაცვლილების შვილსა და სიძეს, მათ მსუბუქი ტრავნები აღენიშნებოდათ და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის ტრანსპორტის მოძრაობისა ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით, რაც ჯარიმით ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვით ან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შსს-ში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა საქმეს სხვა კვალიფიკაცია მიეცეს და მასში ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის პუნქტი გაჩნდეს.