„მეხდაცემული“ თვითმფრინავი საქართველოში ბრუნდება

© AP Photo / Zsolt Czeglediკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი
კომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეხის დაცემის შემდეგ თვითმფრინავს ინსპექტირება ჩაუტარდა, რის სემდეგ ის ქუთაისის მიმართულებით გამოფრინდა

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელსაც საქართველოდან საბერძნეთის მიმართულებით ფრენისას მეხი დაეცა, ქუთაისში ბრუნდება, ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში 20:00 საათზე დაეშვება.

ელვა წვიმის დროს - Sputnik საქართველო
თვითმფრინავს, რომელიც საქართველოდან საბერძნეთში მიფრინავდა, მეხი დაეცა

მეხი დაეცა ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავს, რომელიც ქუთაისიდან საბერძნეთის ქალაქ კავალაში მიფრინავდა.

ინციდენტი შაბათს მოხდა, როდესაც თვითმფრინავი, რომელიც W66401 რეისს ასრულებდა, კავალას საერთაშორისო აეროპორტს უახლოვდებოდა. მეხის დაცემის გამო თვითმფრინავის ეკიპაჟი იძულებული გახდა თვითმფრინავი სოფიაში დაესვა.

თვითმრინავი ლარნაკასა და მემინგემის მიმართულებით დაგეგმილ რესებს დაგვიანებით შეასრულებს.


ყველა ახალი ამბავი
0