მამაკაცმა ხარკოვში ფოსტის შენობაში მძევლები აიყვანა

© photo: Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის პოლიციის ავტომობილი ჩამტვრეული შუშით კიევში
უკრაინის პოლიციის ავტომობილი ჩამტვრეული შუშით კიევში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხარკოვში ფოსტის განყოფილების ირგვლივ ტერიტორია პოლიციამ გადაკეტა, შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობით შეიარაღებული მამაკაცი იმყოფება

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. მამაკაცი, რომელმაც ხარკოვში ფოსტის შენობა დაიკავა, ამტკიცებს, რომ მას ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს, იუწყება РИА Новости-Украина.

მოვლენები შევჩენკოს ქუჩაზე ტელეცენტრ Рост-ის გვერდით მიმდინარეობს. შენობის ირგვლივ ტერიტორია გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის 20 მანქანა, მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ადგილზე ასევე მუშაობენ გამნაღმველები. ახლომდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაიკეტა.

ადგილზე მისული პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებულ შენობაში იმყოფებიან ადამიანები. უკრაინის ეროვნული პოლიციის სპიკერის, იაროსლავ ტრაკალოს განცხადებით, ბოროტმოქმედის მოთხოვნები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

აფეთქება სანქტ-პეტერბურგში მაღაზია „პერეკრესტოკში“ - Sputnik საქართველო
პეტერბურგში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

„წინასწარი ინფორმაციით, „უკრპოჩტის“ შენობაში მყოფი მამაკაცი აცხადებს, რომ მას ხელთ აქვს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის ამოქმედებისთვის ის მზად არის. 15:20 საათის მდგომარეობით, მისი მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია“, — განაცხადა ტრაკალომ.

ადგილზე იმყოფება საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი და ხარკოვის პოლიციის ხელმძღვანელობა.

ხარკოვის ვებგვერდი საოლქო პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მამაკაცმა ფოსტის შენობა დაყაჩაღების მიზნით დაიკავა.

„102-ის ოპერატორს მოვლენის შესახებ შეატყობინა მამაკაცმა, რომლის მეუღლე ამ განყოფილებაში მუშაობს. ნიღბიანი მამაკაცი შენობაში დაყაჩაღების მიზნით შევიდა“, — ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ შეტყობინება პოლიციამ ადგილობრივი დროით 14:40 საათზე მიიღო.


ყველა ახალი ამბავი
0