პეტერბურგში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

© Photo: courtesy of National Antiterrorism Committeeაფეთქება სანქტ-პეტერბურგში მაღაზია „პერეკრესტოკში“
აფეთქება სანქტ-პეტერბურგში მაღაზია „პერეკრესტოკში“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სანქტ-პეტერბურგის მაღაზია „პერეკრესტოკში“ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ააფეთქეს, მედიამ გაავრცელა

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგში მაღაზია „პერეკრესტოკში“ მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო, იუწყება РИА Новости ვებგვერდ SITE-სა და სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით.

ვებგვერდი SITE ექსტრემისტთა საინფრომაციო აქტიურობის მონიტორინგს ახორციელებს.

ხელბორკილების დადება - Sputnik საქართველო
ჩატაევთან კავშირის გამო თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

თვითნაკეთი ასაფექტებელი მოწყობილობა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ოთხშაბათს დაახლოებით 18:45 საათზე ამოქმედდა. სპეციალისტთა შეფასებით, ასაფეთქებელ მოწყობილობას ტროტილის ეკვივალნეტში 200 გრამის სიმძლავრე გააჩნდა. ის შემნახველ საკანში იყო მოთავსებული. აფეთქებისას 18 ადამიანი დაშავდა.

საგამოძიებო კომიტეტში მაღაზიაში მომხდარი აფეთქების ყველა ვერსიას განიხილავენ, ტერაქტის ჩათვლით. მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარს ტერაქტი უწოდა და სპეცსამსახურებს ტერორისტთა დაკავებისას საფრთხის შემთხვევაში „ბანდიტების ადგილზე ლიკვიდირების“ დავალება მისცა.

აფეთქების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე (საყოველთაოდ საშიში ხერხით ჩადენილი რამდენიმე ადამიანის მკვლელობის მცდელობის მუხლით).


ყველა ახალი ამბავი
0