თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის ქალაქ რიზეში, ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
გავრცელებული ინფორმაციით, თურქმა სამართალდამცველებმა მაგისტრალზე ქართული სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსი იმ დროს გააჩერეს, როდესაც ბრალდებულები თურქეთიდან საქართველოში გაქცევას ცდილობდნენ. ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ 28 600 აშშ დოლარი, 1 800 თურქული ლირა, 1 000 ევრო და ოთხი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დაკავებულები არიან გიორგი მაშია და მერაბ ფიფია და უკრაინის მოქალაქე ვალერი გვასალია. სასამართლომ ფიფია გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლა, ხოლო გიორგი მაშიასა და ვალერი გვასალიას პატიმრობა მიუსაჯა.