სარფში ნარკოდანაშაულზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს - ვიდეოკადრები

CC0 / Pixabay / stevepb / აბები
აბები - Sputnik საქართველო
გამოწერა
45 წლის მამაკაცს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. სარფში დააკავეს თურქეთის მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ვებგვერდი.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 90 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0