თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, მარუხის გმირების ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხუთშაბათ დილით შეიარაღებული ნიღბიანი პირები შევარდნენ და 1 ათასი აშშ დოლარი და 2,5 ათასი ბრიტანული ფუნტი სტერლინგი წაიღეს, იუწყება ტელეკომპანია Rustvai2.
ტელეკომპანიის მონაცემებით, მძარცველები სახლში სახურავიდან შეიჭრნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბინა ქართველ ბიზნესმენს, ლევან ხუროძეს ეკუთვნის. ის არის რამდენიმე კერძო კომპანიის დამფუძნებელი და ასევ თბილისში რამდენიმე ბინის მფლობელი.
გაქურდვის დროს ხუროძე სახლში იმყოფებოდა. ამ დროისთვის პოლიციას ბინის მფლობელებს კითხავს.
ვინმეს დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ყაჩაღობისა და იარაღოს უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით, რაც რვიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.