პოლიციამ თბილისში ყაჩაღური თავდასხმა აღკვეთა

© Sputnik / Levan Avlabreliპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებმა დისტრიბუტორზე თავდასხმა, რომელსაც ბანკში გარკვეული ოდენობის თანხა უნდა მიეტანა, ადრევე დაგეგმეს

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით თბილისში ხუთი ადამიანი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა შეიტყო, რომ 23 დეკემბერს ერთ-ერთი კომპანიის დისტრიბუტორს საკუთარი ავტომობილით ათობით ათასი ლარი თბილისში კალაუბნის ქუჩაზე მდებარე Procredit Bank-ის ფილიალში უნდა მიეტანა.

ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, დისტრიბუტორზე ყაჩაღური თავდასხმა განიზრახა და შესაბამისი გეგმა შეიმუშავა.

პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
დეჟავუ თუ... საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს?!

დანაშულებრივი დაჯგუფების წევრებმა Procredit Bank-ის ტერიტორია შეისწავლეს, იქვე მდებარე მშენებარე შენობაში შეინახეს 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, საბრძოლო ვაზნები და ამასთან სამოქმედო ფუნქციები გადაინაწილეს. თუმცა, სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების გამო, ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს, რომლებმაც დამნაშავეები ბანკთან ახლოს დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ გადამალული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ხუთი დაკავებულიდან ოთხი ადრე ნასამართლევია.

გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 18-179-ე მუხლი), რაც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0