დეჟავუ თუ... საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს?!

© Sputnik / Alexander Imedashviliპატრულის ეკიპაჟი
პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამნაშავეებმა საქართველოს ბანკის მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 3900 ლარი გასტაცეს

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ისანი-სამგორის რაიონში მდებარე „საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული დაკავებულია

გამოძიებამ დაადგინა, რომ დამნაშავეები ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე ბანკის მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 3900 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავა და თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0