https://sputnik-georgia.com/20171219/saqarTvelos-bankis-dayaCaRebaSi-braldebuli-dakavebulia-238613999.html
„საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული დაკავებულია
„საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული დაკავებულია
Sputnik საქართველო
ბრალი „საქართველოს ბანკის" ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში 25 წლის მამაკაცს ედება 19.12.2017-ს, Sputnik საქართველო
2017-12-19T14:16+0400
2017-12-19T14:16+0400
2021-10-19T16:25+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2017
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში – 2018, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში – 2018, საქართველო
„საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული დაკავებულია
14:16 19.12.2017 (განახლებულია: 16:25 19.10.2021) ბრალი „საქართველოს ბანკის" ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში 25 წლის მამაკაცს ედება
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს 25 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ყაჩაღური თავდასხმა ორშაბათ საღამოს მოხდა. მამაკაცი პისტოლეტით ხელში შეიჭრა ბანკის ფილიალის შენობაში, მოლარე-ოპერატორს მუქარით წაართვა ფული და მიიმალა.
მოპარული ფულის ნაწილი, ასევე დანაშაული იარაღი — პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ყაჩაღობა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით", რაც რვიდან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ამ ბოლო კვირაში ეს „საქართველოს ბანკის" ფილიალებზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა. რამდენიმე დღის წინ დააყაჩაღეს დადიანის ქუჩაზე მდებარე ფილიალი.