თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. გლდანის მეხუთე მიკრორაიონში მდებარე „საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან" შსს-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში ერთი პირი მონაწილეობდა, რომელმაც მიმალვა შეძლო. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით („ყაჩაღობა") დაიწყო, რაც 5-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხის გატაცება მოახერხა ბოროტმოქმედმა.
მომხდარი ფაქტი „საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების პირველი შემთხვევა არ არის. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყაჩაღური თავდასხმების უმეტესი წილი ბოლო წლებში ორ ბანკზე — „საქართველოს ბანკსა" და „ლიბერთი ბანკზე" მოდის.