თაღლითებმა ლიბერთი ბანკის თანხა მიითვისეს

გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, ბრლდებულებმა დაშლილი ავტომანქანის საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით, ერთ-ერთი ლომბარდიდნ დიდ ოდენობით თანხა მიითვისეს

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ჯ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო 1961 წელს დაბადებული ფ.მ ამხილეს.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო
თაღლითობა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით: დაკავებულია ორი პირი

გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ჯ.-მ, ფ.მ.-ს დახმარებით, ექსპლუატაციისათვის უვარგისი, დაშლილი „MERCEDES BENZ S550“-ის მოდელის ავტომანქანის საიდენტიფიკაციო კოდი სხვა, ექსპლუატაციისთვის ვარგის ავტომანქანაზე მიამაგრა და მისი გამოყენებით სს „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ავტოლომბარდიდან 25 ათასი ლარის ოდენობით სესხი მიიღო.

„ბრალდებულმა აღნიშნული ქმედებებით სს „ლიბერთი ბანკს“ 25 000 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიაყენა", — იტყობინება შსს-ს პრესსამსახური. 

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

 

ყველა ახალი ამბავი
0