„გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა" - თამარ ალადაშვილი ახალ ამპლუაში

© FB / Tamar Aladashviliთამარ ალადაშვილი
თამარ ალადაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველოს" სტუმარია მომღერალი თამარ ალადაშვილი, რომელიც ჩვენს მკითხველს ექსკლუზიურ დეტალებსაც უმხელს ახალი სიმღერის შესახებ.

-თამარ, მოკლედ უამაბე „Sputnik-საქართველოს" მკითხელს შენს შესახებ

— თამარ ალადაშვილი — ავტორი, შემსრულებელი, ანსამბლ „თსუ გორდელას” წევრი და ანსამბლ „თორდას " ხელმძღვანელი, პროფესიით „ბიზნესმენი“ თუმცა, სულით და გულით შემოქმედი, ხელოვნების მოყვარული და მოტრფიალე…

© FB / Tamar Aladashviliთამარ ალადაშვილი
თამარ ალადაშვილი - Sputnik საქართველო
თამარ ალადაშვილი

- საკმაო პოპულარობით სარგებლობ, როგორ ფიქრობ, რომელმა სიმღერამ ითამაშა ამაში დიდი როლი?

— პირველი სიმღერა, რომლითაც მსმენელმა გამიცნო, იყო „გოგო რომელსაც უყვარდა წვიმა". ამ სიმღერის ისტორია უკავშირდება უბრალოდ სურვილს, რომელიც ამღერდა… როგორც მოგეხსენებათ, ლექსი ბატონ ტარიელი ხერხეულიძისაა და მეუღლეს — ქალბატონ მარინას მიუძღვნა.

-ცოტა რამ თქვენი ოჯახის შესახებაც გვიამბეთ…

— ოჯახს რაც შეეეხება, უკვე მრავალრიცხოვნად ვითვლებით — დედა, მამა, 4 დედმამიშვილი, უკვე რძალი და სიძეც, დიშვილები და ძმიშვილი. ოჯახში ყველა მღერის, ყველა უკრავს და ცეკვავს! მოკლედ ჩვენი ერთად ყოფნა დიდი მხიარულებაა.

© FB / Tamar Aladashviliთამარ ალადაშვილი
თამარ ალადაშვილი - Sputnik საქართველო
თამარ ალადაშვილი

-დავბრუნდეთ ბავშვობის პერიოდში. როგორი ბავშვი იყავით?

— უწყინარი ბავშვი ვიყავი, როგორც ამბობენ, თუმცა, სანამ გავბრაზდებოდი… დღესაც ასეა. ორგანიზატორული ნიჭი მქონია — „უბნის კონცერტებს" ხშირად ვმართავდი, მეზობლის ბავშვებთან ერთად ვამუშავებდი ცეკვებს, სიმღერებს…. გრძელი კაბები მიყვარდა — ფერადი და ესპანური ცეკვების ფანიც გახლდით. უკვე სკოლაში დავიწყე აქტიური მონაწილეობა კულტურულ ღონისძიებებში… დავამთავრე ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა, მერე სუხიშვილის სახელობის ცეკვის აკადემია, ბევრი რომ არ გავაგრძელო ვიყავი აქტიური ბავშვი, ბავშვი რომელიც სულ კარგ ხასიათზე იყო და ყველას უღიმოდა, ხშირად მთხოვდნენ გაიცინეო და მეც დაუზარელად ვიღიმოდი, რადგან მათ სახეზეც ვხედავდი ბედნიერების ღიმილს…

© FB / Tamar Aladashviliთამარ ალადაშვილი მეგობართან ერთად
თამარ ალადაშვილი მეგობართან ერთად - Sputnik საქართველო
თამარ ალადაშვილი მეგობართან ერთად

-ყველასათვის საინტერესო კითხვა: რა ხდება პირად ცხოვრებაში?

— პირად ცხოვრებაში ხდება ის, რომ ბედნიერი ვარ… სიყვარული ადამიანს ცვლის და აბედნიერებს. მეც სავსე ვარ სიყვარულით და შესაბამისად, ბედნიერებით. ეს ის შემთხვევაა, როცა შეუძლებელი აღარ არსებობს, ეს ის შემთხვევაა, როცა უბრალოდ გიყვარს, მისგან არაფერს ითხოვ, მხოლოდ მის დანახვას, რომ ის შენით ბედნიერია…

© FB / Tamar Aladashviliთამარ ალადაშვილი
თამარ ალადაშვილი - Sputnik საქართველო
თამარ ალადაშვილი

-თამარ, იმიჯის შეცვალა ამასთან რაიმე კავშირშია?

— დიახ, იმიჯი შევიცვალე… მიყვარს ცვლილებები… იმიჯის ცვლილებებთან ერთად, შევიცვალე დამოკიდებულებებიც გარშემომყოფთა მიმართ, ვფიქრობ, რაღაცნაირი ფსიქოლოგიური და ემოციური ზრდა მოხდა ჩემში, რამაც განაპირობა ეს ცვლილებები.

© FB / Tamar Aladashviliთამარ ალადაშვილი
თამარ ალადაშვილი - Sputnik საქართველო
თამარ ალადაშვილი

-როგორც მომღერალს, რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

— სამომავლო გეგმები ბევრია, ვმუშაობ ახალ სიმღერებზე, ახალი სახე მინდა რომ გაგაცნოთ ძალიან მალე, რომელიც ჩემს სიმღერას შეასრულებს, ეს იქნება ხმა, რომელიც თქვენს გულებთან სითბოს და სიყვარულს მოიტანს.

© FB / Tamar Aladashviliთამარ ალადაშვილი
თამარ ალადაშვილი - Sputnik საქართველო
თამარ ალადაშვილი

-და ბოლოს, ექსკლუზივი „Sputnik-საქართველოს"…

— ექსკლუზიურად გაგიმხელთ და გეტყვით, რომ 19 ნოემბერს ჩავწერე დუეტი თურქ მომღერალთან უსუფ გულთან, სადაც ვმღერი თურქულად. სიმღერას ჰქვია Kardan chicekler (ფიფქია ყვავილები). ჩემი მსმენელი ახალ სიმღერას ძალიან მალე მოისმენს…


ჯემალ ღამბაშიძე

 

ყველა ახალი ამბავი
0